საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გურამ შარაძისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენცია  - ისტორიული ემიგრაცია - ორი საუკუნის გზასაყარზე

25 მაისს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით  აკადემიკოს გურამ შარაძისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენცია  - ისტორიული ემიგრაცია - ორი საუკუნის გზასაყარზე გაიმართა.

პროექტის ავტორი – თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი რუსუდან ნიშნიანიძე გახლდათ.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ და მასი  მონაწილეობა მიიღეს თსუ პრორექტორმა ნინო ოკრიბელაშვილმა, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა, თსუ პროფესორმა ელგუჟა ხინთიბიძემ. მწერალმა, პროფესორმა როსტომ ჩხეიძემ, თსუ აკადემიიური წრეების წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.

გაიმართა ქართველი ემიგრანტის, გიორგი გამყრელიძის წიგნის „გიორგი გამყრელიძე – წერილები არქივიდან“  წარდგინება. (რეცენზენტები: ლალი ცომაია, რუსუდან ნიშნიანიძე, კონსტანტინე ზ. გამსახურდია, მაია ჯალიაშვილი).

თარიღი: 25/05/2022